სამუშაო თათბირი
კორუფციისა და სამოხელეო დანაშაულის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტი კორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, სამცხე ჯავახეთის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. შეხვედრაში, რომელსაც ბორჯომმა უმასპინძლა, მონაწილეობა რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მიიღეს. მონაწილეებისთვის გაიმართა პრეზენტაციები საჯარო სამსახურში კორუფციასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე.
