პრემიერის ინტერპელაცია პარლამენტში
საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს. ეს პრემიერ მინისტრმა საპარლამენტო ტრიბუნიდან თქვა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოპონენტებისაგან განსხვავებით, მოქმედი ხელისუფლება ქვეყნის ინტერესებს ემსახურება. ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით დასრულდა პრემიერის ინტერპელაციის პროცედურა პარლამენტში. მანამდე იყო პოლიტიკური დებატები. ოპოზიციისაგან ისევ ისმოდა ხმაურიანი ბრალდებები, მმართველმა გუნდმა მათ კომპეტენცია და არგუმენტები დაუწუნა.
