ორბანის განცხადება
უნგრეთი არ დაუჭერს მხარს ევრო კავშირის გეგმას უკრაინისთვის მომავალ წელს მრავალ მილიარდიანი დახმარების გამოყოფის შესახებ. ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ მინისტრმა განაცხადა. ბუდაპეშტში კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერმა აღნიშნა, რომ უნგრეთი გმობს რუსეთის აგრესიას და მხარს უჭერს უკრაინას, მაგრამ არ აპირებს საკუთარ ინტერესებზე მაღლა უკრაინის ინტერესების დაყენებას. ევრო კავშირის გეგმა 2023 წელს უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს გამოყოფას ითვალისწინებს. უნგრეთის ასეთი გადაწყვეტილების შემდეგ ევრო კავშირის გეგმა შესაძლოა ჩავარდეს, ვინაიდან ევრო კავშირის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას ყველა წევრი სახელმწიფოს მხრიდან თანხმობა სჭირდება.
