„რესპუბლიკელები“ პრეზიდენტის ვაჟის, ჰანტერ ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიებას აანონსებენ
„რესპუბლიკელები“, რომლებმაც ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა მოიპოვეს, პრეზიდენტის ვაჟის, ჰანტერ ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიებას აანონსებენ. კონგრესმენებმა პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ პრეზიდენტი ბაიდენი აქტიურად იყო ჩართული საზღვარგარეთ ბიზნეს გარიგებებში თავის ვაჟთან ერთად. „ჩვენ გვინდა ვიცოდეთ, რის დამალვას ცდილობს ბაიდენის ადმინისტრაცია ამერიკელი ხალხისგან. იყო თუ არა ჯო ბაიდენი უშუალოდ ჩართული ჰანტერ ბაიდენის ბიზნეს გარიგებებში და არის თუ არა ის კომპრომეტირებული? ეს არის გამოძიების მიზანი“, - აღნიშნა კონგრესმენმა ჯეიმს კომერმა.
