საქართველო-აზერბაიჯანის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წელი შესრულდა
საიუბილეო თარიღს პრემიერ მინისტრი აზერბაიჯანის პრეზიდენტს, მთავრობას და აზერბაიჯანელ ხალხს ულოცავს. ირაკლი ღარიბაშვილი ორი ქვეყნის ურთიერთობაზე საუბრობს და რეგიონულ თანამშრომლობაზე ამახვილებს ყურადღებას.
