საქართველო-აზერბაიჯანის დიპლომატიური ურთიერთობების საიუბილეო თარიღი ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანელ კოლეგას მიულოცა
პრემიერი ალი ასადოვს ტელეფონით ესაუბრა. კოლეგებმა ხაზი გაუსვეს საქართველო-აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობების მაღალ დონეს, რომელიც მეგობრობას, კეთილმეზობლობასა და ურთიერთმხარდაჭერას ეფუძნება.
