პრემიერის ინტერპელაცია პარლამენტში
თითქმის ხუთი საათს გაგრძელდა მთავრობის მეთაურის ინტერპელაციის ფორმატი პარლამენტში. ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე და ევროპული პერსპექტივა, ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა ქვეყნის ევროინტეგრაცაზე და თქვა, რომ ამ გზაზე "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ყველაზე მეტი გააკეთა. პრემიერ მინისტრის თქმით, ოპოზიციის ნაწილი ისევ საბოტაჟს განაგრძობს და მათი უმეტესობა არც კი მონაწილეობს იმ სამუშაო ჯგუფების შეხვედრებში, რომლებიც კანდიდატის სტატუსის მისაღებად, კონკრეტულ რეფორმებზე მუშაობენ.
