პასუხი საკრებულოს ოპოზიციას
დედაქალაქის 2023 წლის ბიუჯეტის პირველად პროექტთან დაკავშირებით ოპოზიციამ სამუშაო ჯგუფი შექმნა. მასში ჩართულია ყველა ოპოზიციური პარტიის დეპუტატი. საერთო ოპოზიციური სამუშაო ჯგუფის გეგმაზე თავად დეპუტატებმა ისაუბრეს. ამბობენ, რომ 2023 წლის ბიუჯეტი მცირდება და ის ვიწრო პარტიულ ინტერესებზეა მორგებული.
