ვითარება უკრაინაში
რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე მიტანილი მორიგი სარაკეტო დარტყმების შედეგად 7 ადამიანია დაღუპული. უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ 6 ფრთოსანი რაკეტისა და 5 დრონის ჩამოგდება შეძლო. საჰაერო განგაშის სიგნალი ისმოდა ქვეყნის დედაქალაქშიც.