დღესვე პარლამენტში განათლებისა და მეცნიერების მინისტრსაც მოუსმენენ
მიხეილ ჩხენკელი, ინტერპელაციის წესით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" დაიბარა, რომლის წევრებიც ამბობენ, რომ კითხვები ექნებათ ქვეყანაში რუსულენოვანი სკოლებისა და სექტორების მოსწავლეთა რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით, ასევე სტატუსშეჩერებულ სტუდენტებზე, რომლებიც სწავლის გაგრძელებას ფინანსური პრობლემების გამო ვერ ახერხებენ.
