პარლამენტში პრემიერის მოსმენა გრძელდება
საპარლამენტო ტრიბუნა უკვე რამდენჯერმე დაიკავეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა და ირაკლი ღარიბაშვილს კონკრეტული კითხვებით მიმართეს. ეს კითხვები შეეხება ევროკავშირის 12 რეკომენდაციას, ასევე რა მოლოდინი აქვს მთავრობის ხელმძღვანელს კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. ინტერპელაციის ფარგლებში პარლამენტის წინაშე უკვე გამოვიდა პრემიერ მინისტრი, რომელმაც კითხვებზე გაცემული პასუხის შემდეგ ოპოზიციას მიმართა და მოუწოდა საბოტაჟი დაასრულონ და ევროპული დავალების შესრულების პროცესში ჩაერთონ.
სიუჟეტის ავტორი: ნათია სონღულაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
