თბილისში 40 წლამდე ქალი მოკლეს
შემთხვევა გოგოლის ქუჩაზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით გარდაცვლილს მრავლობითი ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. პოლიციამ სავარაუდო მკვლელი უკვე დააკავა, ის მოკლულის მეგობარი მამაკაცია. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.
