მასშტაბური ავარია თბილისში, გურამიშვილის გამზირზე
მასშტაბური ავარია თბილისში, გურამიშვილის გამზირზე . ერთმანეთს ავტობუსი და მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა. წინასწარი ინფორმაციით, ავტობუსის მძღოლი სავარაუდოდ, შეუძლოდ გახდა, რის გამოც მართვის კონტროლი დაკარგა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, დაზიანდა 10 ავტომობილი. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
