ღინისძიება ვაშინგტონში
ეკონომიკური დიპლომატიის ფარგლებში, საქართველოს საელჩომ ამერიკის შეერთებულ შტატებში სპეციალურ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა , რომელიც ვაშინგტონის პრეს-კლუბში გაიმართა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა საელჩოს პირველი მდივანი. თორნიკე ნიკვაშვილმა სტუმრებს საქართველოში მიმდინარე ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტები გააცნო და ვრცლად ისაუბრა საქართველოს მნიშვნელოვან პოტენციალზე განახლებადი ენერგიის მიმართულებით.
