საქართველოს პრეზიდენტმა დიდ ბრიტანეთში ,,ოქსფორდის კავშირში" ყოველწლიური სერიის ფარგლებში, ლექცია წაიკითხა
საქართველოს პრეზიდენტმა დიდ ბრიტანეთში ,,ოქსფორდის კავშირში" „ბენაზირ ბჰუტოს მემორიალური ლექციის“ ყოველწლიური სერიის ფარგლებში, ლექცია წაიკითხა. პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა ქართველი ხალხის ურყევ ევროპულ არჩევანსა და ევროპულ პერსპექტივაზე, უკრაინის ომზე, რუსეთის აგრესიასა და რეგიონში შექმნილ ვითარებაზე, ასევე, ქალების როლსა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში მათი ჩართვის მნიშვნელობაზე.
