"ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა დეოლიგარქიაზე ისაუბრა
მამუკა მდინარაძემ ოპოზიციის საპასუხოდ აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილის საქმიანობას საერთო არაფერი აქვს ოლიგარქის განმარტებასთან. მისივე თქმით, შეუძლებელია ოლიგარქის კრიტერიუმები ქვეყნების მიხედვით განსხვავდებოდეს.
