შინაგან საქმეთა მინისტრმა ტაბახმელაში პოლიციის ახალი შენობა გახსნა
შინაგან საქმეთა მინისტრმა ტაბახმელაში პოლიციის ახალი შენობა გახსნა. პოლიციის სამმართველოში კრიმინალური პოლიციის 25 თანამშრომელი იმუშავებს, რომლებიც წავკისის, შინდისისა და კოჯრის, ასევე, ოქროყანის მოსახლეობას მოემსახურებიან. შენობის დათვალიერების შემდეგ, ვახტანგ გომელაურმა თანამშრომლებთან სამუშაო თათბირი ჩაატარა. მოსახლეობისთვის საპოლიციო მომსახურების ხარისხისა და ყველა თანამშრომლისთვის სამუშაო პირობების კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესების მიზნით, ინფრასტრუქტურული პროექტები მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება.
