2023 წლის ბიუჯეტი
გაზრდილი პენსიები, საჯარო მოხელეების ხელფასების 10-პროცენტიანი მატება, ჯარისკაცებისა და პოლიციელებისთვის კი 20-პროცენტიანი ზრდა. ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი წლის ბოლომდე უნდა დამტკიცდეს. 2023-ი წლის სახელმწიფო ბიუჯეტი პრიორიტეტული მიმართულებები დეპუტატებს დღეს ფინანსთა მინისტრმა გააცნო. დოკუმენტის მიხედვით, დაგეგმილია მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები, ასევე ეკონომიკის ზრდის ხელშეწყობა. როგორც მოსალოდნელი იყო, ბიუჯეტს ოპოზცია აკრიტიკებს, განსაკუთრებით კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსების ზრდის ნაწილში.
სიუჟეტის ავტორი: მეგი ნარსავიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
