შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმება 120 დღით გახანგრძლივდა
შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმება 120 დღით გახანგრძლივდა. ამის შესახებ გაერო იუწყება. კიევმა და მოსკოვმა შავი ზღვის გავლით უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებას გაეროს და თურქეთის შუამავლობით 22 ივლისს მოაწერეს ხელი. აღნიშნულ დოკუმენტს ვადა 19 მოემბერს ეწურებოდა. უკრაინის სამი პორტიდან მარცვლეული პროდუქტის ექსპორტის კიდევ სამი თვით გახანგრძლივებას მოსკოვიც დათანხმდა.
