გაერთიანებული სამეფოს ფინანსთა მინისტრმა ახალი ბიუჯეტი გაასაჯაროვა
გაერთიანებული სამეფოს ფინანსთა მინისტრმა ახალი ბიუჯეტი გაასაჯაროვა. ჯერემი ჰანტმა დიდ ბრიტანეთში ათობით მილიარდი ფუნტი სტერლინგის ოდენობით გადასახადების ზრდა და ხარჯების შემცირება დააანონსა. ბიუჯეტი ითვალისწინებს სამიზნე ჯგუფების მხარდაჭერას საყოფაცხოვრებო ხარჯების შემსუბუქების მიზნით. ეს დახმარება დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებს , შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და პენსიონერებს შეეხებათ. ფინანსთა მინისტრის განცხადებით შენარჩუნდება მოქალაქეების მხარდაჭერა კომუნალური გადასახადების მხრივ, თუმცა დახმარება სახელმწიფოს მხრიდან იკლებს, რაც მილიონობით ბრიტანელი ოჯახისთვის გაზრდილ გადასახადებს გულისხმობს.
