საქართველოს და სომხეთის როლი რეგიონში მშვიდობის დამყარების მიმართულებით
საქართველოს და სომხეთის როლი რეგიონში მშვიდობის დამყარების მიმართულებით. ეს იყო ერთ ერთი მთავარი თემა შალვა პაპუაშვილის და სომხეთის, ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტის შეხვედრაზე. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველო მზად არის გააგრძელოს შუამავლის ფუნქცია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის იმისთვის, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონი გადაიქცეს მშვიდობის და თანამშრომლობის მაგალითად. შეხვედრაზე იმსჯელეს პარლამენტებს შორის კავშირების გაძლიერებაზე. ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს საგარეო და კულტურის კომიტეტებს შორის.
