"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობისთვის, სამი კანდიდატი იბრძოლებს
ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის, სამი კანდიდატი იბრძოლებს . ლევან ხაბეიშვილი , ნიკა მელია და გიორგი მუმლაძე, თუმცა არ არის გამორიცხული საკუთარი კანდიდატურა ხატია დეკანოიძემაც დააყენოს. ამ გადაწყვეტილების შესახებ, დეკანოიძე სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში, ბრიუსელიდან დაბრუნების შემდეგ ისაუბრებს. შიდაპარტიული არჩევნები ნაციონალურ მოძრაობაში დაახლოებით სამ კვირაში ჩატარდება. როგორც მელიას, ისე ხაბეიშვილის მხარდამჭერები ამბობენ, რომ არჩევნები, მიუხედავად შედეგისა, პარტიის ორად გაყოფის მიზეზი არ გახდება. ქართული ოცნებაში კი აცხადებენ, რომ ნაციონალურ მოძრაობაში ახლა კლანებს შორის ძალაუფლების გადანაწილების პორცესი მიმდინარეობს.
