შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ
გერმანელმა გამომძიებელმა ჟურნალისტებმა, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილი იმ ბიზნესმენთან კავშირში ამხილეს, რომლის გემიც , ბათუმის ნავსადგურში შემოვიდა და რომელზეც სანქცირებული ტვირთი იყო. სწორედ ამ ფაქტთან დაკავშირებით ელენე ხოშტარია აცხადებდა, რომ ხელისუფლება რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებოდა . თუმცა მალე გაირკვა, რომ გემი კეზერაშვილის პარტნიორ ვანო ნაკაიძეს ეკუთვნოდა. მორიგი სკანდალური ფოტო სწორედ დავით კეზერაშვილისა და ვანო ნაკაიძის შეხვედრას ასახავს. მიზანმიმართული და შეთანხმებული ქმედება ქვეყნის წინააღმდეგ, ასეთია ქართული ოცნების შეფასება - დავით კეზერაშვილისა და მისი მოკავშირეების ქმედებებზე.
