წყალმომარაგების შეზღუდვა
18 ნოემბრის დღის პირველი საათიდან 19 ნოემბრის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: გლდანის „ა“ მიკრორაიონს, პირველ და მერვე მიკრორაიონებს, გიორგიწმინდას, ხერგიანის, ანდრონიკაშვილის, გიორგი ბრწყინვალის, დემეტრე თავდადებულის, ვაშლიჯვრის დასახლებას, ასათიანის, ბუდაპეშტის, ვაზისუბნის და მიმდებარე ქუჩებს, ასევე დიღმის მასივის კორპუსებს. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე ჯივიპი მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის. კომპანია საგურამოს სათავე ნაგებობაზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.
