2022 წლის იანვარი-ოქტომბერში საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველომ 3 მილიარდ დოლარამდე შემოსავალი მიიღო
2022 წლის იანვარი-ოქტომბერში საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველომ 3 მილიარდ დოლარამდე შემოსავალი მიიღო. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, პანდემიის შემდეგ მიღებულმა შემოსავალმა, პირველად გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს და დაფიქსირდა რეკორდული მაჩვენებელი.
