პარლამენტის თავმჯდომარე სომხეთის, ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს, შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარე სომხეთის, ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს, შეხვდა. გაკეთდება ერთობლივი განცხადებაც. ისაუბრეს რეგიონში მშვიდობის დამყარების მიმართულებით საქართველოსა და სომხეთის როლზე. შალვა პაპუაშვილის განცხადებით,საქართველო მზად არის გააგრძელოს შუამავლის ფუნქციის შესრულება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის იმისთვის, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონი გადაიქცეს მშვიდობის და თანამშრომლობის მაგალითად. შეხვედრაზე იმსჯელეს პარლამენტებს შორის კავშირების გაძლიერებაზე. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს საგარეო და კულტურის კომიტეტებს შორის. პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ეს შეთანხმებები ხელს შეუწყობს ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას.
