პრემიერ-მინისტრი სომხეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული ურთიერთობა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. ისაუბრეს რეგიონში არსებულ ვითარებაზე და ხაზი გაესვა კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მნიშვნელობას. ითქვა, რომ ყველა მხარის საერთო ინტერესშია ვითარების დროული დეესკალაცია და დიალოგის განახლება გადაუჭრელი საკითხების მოსაგვარებლად. აღინიშნა, რომ ამ მხრივ საქართველოს მიერ შეთავაზებული მშვიდობიანი სამეზობლო ინიციატივა შეიძლება მყარი საფუძველი გახდეს, რათა მხარეებმა შეძლონ ერთმანეთის მიმართ ნდობის აღდგენა.
