ევროკავშირი მიესალმება, მშვიდობის პოლიტიკისადმი საქართველოს ხელისუფლების ერთგულებას
ევროკავშირი მიესალმება, მშვიდობის პოლიტიკისადმი საქართველოს ხელისუფლების ერთგულებას. განცხადება, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის სახელით, ევროპის საბჭოში ევროკავშირის დელეგაციამ გააკეთა. კომიტეტში, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიში წარადგინეს. ანგარიშში, გენერალური მდივანი 2008 წელს საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტის დროს ადამიანის უფლებებსა და ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე არსებული რთული ვითარების გამო შეშფოთებას გამოთქვამს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა და უკანონო ბორდერიაზაცია კვლავ გამოწვევად რჩება. ასევე აღნიშნულია, რომ ორგანიზაციამ , ევროპული სასამართლოს მიერ „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ არსებულ საქმეზე გამოტანილი განაჩენის აღსრულება შეისწავლა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მიუხედავად ევროპის საბჭოს წევრობის შეჩერებისა, რუსეთი ვალდებულია მასზე დაკისრებული ყველა ვალდებულება შეასრულოს.
