ირაკლი ღარიბაშვილი კორეის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩს, თარაშ პაპასქუას შეხვდა და ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა
ირაკლი ღარიბაშვილი კორეის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩს, თარაშ პაპასქუას შეხვდა და ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა. მთავრობის მეთაურმა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით, ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, ენერგეტიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ტურიზმის სფეროებზე. თარაშ პაპასქუას სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და საქართველოს საელჩოებში - პოლონეთისა და ავსტრიის რესპუბლიკებში, ხოლო 2019 წლიდან დღემდე იყო ეკონომიკის სამინისტროს, ვაჭრობის განვითარებისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი.
