„რესპუბლიკელებმა“ წარმომადგენელთა პალატაში 218 მანდატი მოიპოვეს
„რესპუბლიკელებმა“ წარმომადგენელთა პალატაში 218 მანდატი მოიპოვეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვედა პალატაზე კონტროლი ექნებათ. პარტიამ წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობის მისაღებად საჭირო ზღვარი მას შემდეგ გადალახა, რაც „რესპუბლიკელმა“ მაიკ გარსიამ კალიფორნიაში გაიმარჯვა. რაც შეეხება „დემოკრატებს“, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მათ 208 მანდატი აქვთ. სენატზე კი„დემოკრატებმა“ კონტროლი შეინარჩუნეს. კონგრესის შუალედური არჩევნები შეერთებულ შტატებში 8 ნოემბერს გაიმართა.
