შინაგან საქმეთა მინისტრმა ტაბახმელაში პოლიციის ახალი შენობა გახსნა
შინაგან საქმეთა მინისტრმა ტაბახმელაში პოლიციის ახალი შენობა გახსნა. ტაბახმელაში პოლიციის შენობა ამ დრომდე, დროებით იყო განთავსებული ადგილობრივი თვითმმართველობის შენობაში. პოლიციის სამმართველოში კრიმინალური პოლიციის 25 თანამშრომელი იმუშავებს, რომლებიც წავკისის, შინდისისა და კოჯრის, ასევე, ოქროყანის მოსახლეობას მოემსახურებიან. პოლიციის ახალი შენობის დათვალიერების შემდეგ, ვახტანგ გომელაურმა თანამშრომლებთან სამუშაო თათბირი ჩაატარა. მოსახლეობისთვის საპოლიციო მომსახურების ხარისხის და ყველა თანამშრომლისთვის სამუშაო პირობების კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესების მიზნით, ინფრასტრუქტურული პროექტები მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება.
