კეზერაშვილი და ნაკაიძე გერმანელი ჟურნალისტების ობიექტივში
გერმანელმა ჟურნალისტებმა მედიასაშუალება “კვირას” კიდევ ერთი ფოტო მოაწოდეს, რომელიც ე.წ. ქოლცენტრების საქმის ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებშია გადაღებული. ფოტოზე დავით კეზერაშვილთან ერთად ბიზნესმენი ვანო ნაკაიძე ჩანს. საინტერესოა ის ფაქტი, რომ სწორედ ვანო ნაკაიძეს ეკუთვნოდა სატვირთო გემი, რომელიც 28 ივნისს ბათუმის ნავსადგურში შემოვიდა და რომელზეც ელენე ხოშტარია ამტკიცებდა, რომ მას სანქცირებული რუსული ტვირთი გადაჰქონდა.
