ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე ნერგების დარგვა დაიწყო
ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე ნუშის, იასამნისა და კვიდოს ათასობით ნერგის დარგვა დაიწყო. ახალი ნერგებით განაშენიანების პროცესს კოორდინაციას დეკორატიული მცენარეების სანერგე „გარდენია შევარდნაძე“ უწევს. კულტურის სამინისტროს მიერ აღნიშნული პროექტების ხელშეწყობის მიზანია ეთნოგრაფიული მუზეუმის კვლავ სამუზეუმო-სამეცნიერო ცენტრად გადაქცევა და მისთვის „მწვანე მუზეუმის“ სტატუსის მინიჭება.
