საქართველოსა და სომხეთის პრემიერების სატელეფონო საუბარი
საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობისა და რეგიონული მნიშვნელობის საკითხები. ხაზი გაესვა სამხრეთ კავკასიაში ვითარების გაუმჯობესების და ამ მხრივ შესაბამისი ნაბიჯების გადადგმის მნიშვნელობას.
