ოლივერ ვარჰეის გზავნილები - შეფასებები
საქართველოში ოლივერ ვარჰეის ვიზიტი გრძელდება. ვიზიტი და ევროკომისარის გზავნილები მეორე დღეა აქტიურად განხილება პოლიტიკურ წრეებში. "ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ ოლივერ ვარჰეის განცხადებების მიუხედავად, საქართველო კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მაინც ვერ მიიღებს. რაც შეეხება მმართველ პარტიას, აქ ამბობენ, რომ ქვეყანა ევროპული დავალების შესრულების პროცესშია და საქართველო ამ მხრივ წელგამართულია.
