ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს პრემიერი განცხადებით ეხმაურება
ირაკლი ღაიბაშვილის წერს, რომ „ტოლერანტობა, ადამიანის დაფასება, ღირსების პატივისცემა და განსხვავებულის მიმღებლობა ჩვენი დიდი კულტურისა და ისტორიის უწყვეტი ტრადიცია და ქართული იდენტობის განუყოფელი ნაწილია.“ პრემიერი აღნიშნავს, რომ ქვეყნის კონსტიტუციით აღიარებული და გარანტირებულია ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ფუნდამენტური ღირებულებები. „ჩვენ პატივს ვცემთ და ყოველთვის დავიცავთ თითოეული მოქალაქის ღირსებასა და თავისუფლებას.“
