პარლამენტი მეორე მოსმენით უყრის კენჭს ანტიკორუფციულ კანონპროექტს
დღესვე პარლამენტი მეორე მოსმენით უყრის კენჭს ანტიკორუფციულ კანონპროექტს. ის ანტიკორუფციული ბიუროს შექმნას ითვალისწინებს, რომელიც ქვეყნის ანტიკორუფციულ გეგმასა და პოლიტიკას შეიმუშავებს. უწყება პარლამენტის წინაშე იქნება ანგარიშვალდებული. რაც შეეხება ბიუროს ხელმძღვანელს, მას სპეციალურად დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფის მიერ შერჩეული კანდიდატებიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრი აირჩევს.
