ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი მედიაში დავით კეზერაშვილისა და კურტ ვოლკერის შეხვედრის ამსახველ ფოტოს ეხმაურება
ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი მედიაში დავით კეზერაშვილისა და კურტ ვოლკერის შეხვედრის ამსახველ ფოტოს ეხმაურება, რომელიც ივნისში ლონდონშია გადაღებულია. ფილოსოფოსი წერს, რომ ვოლკერი კეზერაშვილს არა საკუთარ, არამედ თავისი ხელმძღვანელობის გზავნილებს უზიარებდა. ხელმძღვანელობაში კი ამერიკულ მხარეს გულისხმობს და წერს, რომ კეზერაშვილი რადიკალების მთავარ ფინანსურ დონორს წარმოადგენს და მას ამერიკელები მხოლოდ მას შემდეგ გაწირავენ, რაც ის გამოუსადეგარი ფიგურა გახდება.
