მხარდაჭერა საქართველოს
საქართველო იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს - ამის შესახებ "ტვიტერზე" ხორვატიის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ დაწერა. დომაგოი ჰაიდუკოვიჩი მოხარულია, რომ პრემიერი ანდრეი პლენკოვიჩი მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას, იმ პირობით, თუ ევროკავშირის მიერ დასახული მიზნები მიღწეული იქნება.
