საოკუპაციო ძალა უკრაინის ქალაქებს ისევ ბომბავს
ბოლო 24 საათის განმავლობაში ოკუპანტებმა უკრაინის მიმართულებით 90-ზე მეტი რაკეტა ისროლეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა. უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 70-ზე მეტი რაკეტის განეიტრალება შეძლეს. დაზიანებულია 15 ენერგეტიკული ობიექტი, კიევსა და ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში 10 მილიონამდე აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება აქვს შეწყვეტილი. მასირებული სარაკეტო დარტყმების შედეგად დენის მიწოდება შეუწყდა მოლდოვის ნაწილსაც.
