საქართველო უკრაინელ ბავშვებს მასპინძლობს
საქართველო უკრაინელ ბავშვებს მასპინძლობს. მოზარდები, საკანონმდებლო ორგანოში უკრაინის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის, არჩილ თალაკვაძის ორგანიზებით იმყოფებოდნენ. მან უკრაინელი კოლეგის მიერ გამოგზავნილ წერილი წაიკითხა და საქართველო-უკრაინას შორის მეგობრული ურთიერთობების შესახებ ისაუბრა. უკრაინელ ბავშვებს სიტყვით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ. საქართველოს პარლამენტის სახელით, ბავშვებს სამახსოვრო საჩუქრები და პარლამენტის საპატიო სტუმრის სერტიფიკატები გადაეცათ. უკრაინელი ბავშვების მეორე ჯგუფი, საქართველოში ქართული მხარის მოწვევით ჩამოვიდა.
სიუჟეტის ავტორი: თამარ შარიქაძე-67-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
