საპარლამენტო კონფერენცია პრაღაში
ევროკავშირის დიფერენცირებული მიდგომის შენარჩუნება ჩვენს ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით, მხოლოდ ზრდის დაუცველობას და არ გვეხმარება წინსვლაში ჩვენს ევროპულ გზაზე - ეს განცხადება სიტყვით გამოსვლისას პრაღაში საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ გააკეთა. ჩეხეთი საპარლამენტო კონფერნციას მასპინძლობს. მაკა ბოჭორიშვილი კოლეგებს კონფერენციაზე საქართველოს მოლოდინებსა და იმ რეფორმებზე ესაუბრა, რომელსაც ქვეყანა ატარებს კანდიდატის სტატუსის მისაღებად. მაკა ბოჭორიშვილის სიტყვით გამოსვლამდე საპარალმენტო კონფრენეციას დავით სონღულაშვილმა მიმართა და უკრაინის მიმართ საქართველოს ურყევი და მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირა.
სიუჟეტის ავტორი: ქეთევან ქარდავა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
