კლანების დაპირისპირება "ნაცმოძრაობაში"
ნაციონალური მოძრაობა საბოლოოდ მოკვდა და ვერანაირი არჩევნები ვერ გააცოცხლებს - მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციის ყოფილ უფროსს და თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, ანდრო ბარნოვს მიაჩნია, რომ აქამდე პარტია ნულოვანმა შიდა დემოკრატიამ მიიყვანა. ვინ ეთანხმება ან არ ეთანხმება ბარნოვს, ეს უკვე საინტერესო არ არის, მთავარი ის არის, რაც ისედაც კარგად ჩანს - შიდაკლანური ომი მწვავე ფაზაშია. ხელისუფლებაში დაბრუნებაზე მეოცნებეები კეზერაშვილის მილიონებს, დაფინანსებას, მედიაზე გავლენას და თანამდებობებს ვერ იყოფენ. კოლეგა ოპოზიციონერებიც კი დარწმუნებული არიან, რომ ნაცმოძრაობამ დიდი ხანია საკუთარი თავი ამოწურა. პარტია, რომელიც ყველა დაშვებული თუ დაუშვებელი ხერხით, ქვეყანაში რევოლუციური სცენარისა და რიგგარეშე არჩევნებისთვის იბრძოდა, მხოლოდ შიდაპარტიული არჩევნები მიიღო.
სიუჟეტის ავტორი: ლევან ფოჩხუა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
