ოლივერ ვარჰეის ვიზიტი
პრემიერ-მინისტრმა და ევროკომისარმა წამყვანი საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებთან ერთად, ევროკავშირთან საქართველოს ეკონომიკური ინტეგრაციის მიმართულებით განსახორციელებელი პროექტების დაფინანსების გზები განიხილეს. აღინიშნა, რომ სტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე, საქართველოს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაციისა და ევროპის ენერგომომარაგების უზრუნველყოფის მიმართულებით.
