ოლივერ ვარჰეის ვიზიტი - პოლიტიკური გზავნილები
ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში აცხადებს, რომ საქართველოში , არა მხოლოდ სამეზობლო პოლიტიკის, არამედ გაფართოების მანდატითაც არის ჩამოსული . ოლივერ ვარჰეიმ პრემიერ მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში , საქართველომ მკაფიოდ აჩვენა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება არის ქვეყნის მყარი მიზანი, ამისთვის კი როგორც ევროკომისარი აცხადებს საჭიროა გრძელვადიანი სტაბილურობა და მშვიდობა. განცხადება გააკეტა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერ მინისტრის ტქმით ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესშია, მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება. ოლივერ ვარჰეიმ და ირაკლი ღარიბაშვილმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესზე და ამ პროცესში მმართველი გუნდის და ოპოზიციის როლზეც გააკეთეს აქცენტი
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
