“თანამედროვე უსაფრთხოების დილემა” ამ სახელწოდებით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საჯარო ლექცია ჩატარდა
“თანამედროვე უსაფრთხოების დილემა” ამ სახელწოდებით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საჯარო ლექცია ჩატარდა. აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის საჯარო ლექცია ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა წაიკითხა. ყურადღება გამახვილდა ქვეყანაში უსაფრთხოების გამოწვევებზე. ღონისძიება ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი 100 საჯარო ლექციის ციკლის ფარგლებში ჩატარდა.
