სკანდალური შეხვედრა ლონდონში
გერმანელმა გამომძიებელმა ჟურნალისტმა, რომელიც ე.წ. ქოლცენტრების, ანუ ევროპელი პენსიონერების მასშტაბური ძარცვის საქმეს იძიებს, სააგენტო “კვირას”სკანდალური ფოტო მოაწოდა, სადაც დავით კეზერაშვილი ამერიკელ მაღალჩინოსანთან, კურტ ვოლკერთან ერთად არის გადაღებული. კეზერაშვილმა ვოლკერს 2022 წლის 7 ივლისს ლონდონის ერთ-ერთ რესტორანში უმასპინძლა. კურტ ვოლკერი ამერიკელი მაღალჩინოსანია და ის წლების მანძილზე სენატორ ჯონ მაკკეინის ბიუროს თანამშრომელი იყო, იყო ამერიკის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ნატოში ამერიკის ელჩი და ამერიკის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში.
