სახალხო დამცველის არჩევისთვის კონსულტაციები იწყება
სახალხო დამცველის არჩევისთვის კონსულტაციები იწყება. ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის ინიციატივით შეხვედრები პოლიტიკურ ჯგუფებთან და ფრაქციებთან გაიმართება. კონსულტაციების დაწყების შესახებ გადაწყვეტილება ქართულმა ოცნებამ ოპოზიციის დუმილის შემდეგ მიიღო. ამ პროცესში მთავარი როლი ოპოზიციას აქვს, თუმცა ხელისუფლების ოპონენტებს კონსესუსის მიღწევისთვის ნაბიჯები არ გადაუდგამს.