პარლამენტში შეხვედრებს ეუთოსა და ვენეციის კომისიის წარმომადგენლები გამართავენ
მთავარი თემა საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებებია, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით ევროპული რეკომენდაციის შესაბამისად დაამტკიცა. დღეს ეუთოსა და ვენეციის კომისიის წარმომადგენლები ოპოზიციის წევრებსა და საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელს გივი მიქანაძეს შეხვდებიან. ხვალ კი, დაგეგმილია შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან და ფრაქცია "ქართულ ოცნებასთან".
