"ნატოს" შემფასებელი მისია საქართველოშია
საქართველოშია ნატოს შემფასებელი მისია. დელეგაცია, საგარეო საქმეთა სამინისტროში, წლიური ეროვნული პროგრამის განხორციელებაში ჩართულ სახელმწიფო უწყებებათა წარმომადგენლებს შეხვდა. განიხილეს რიგით მე-14 წლიური ეროვნული პროგრამის განხორციელების პროგრესი. დოკუმენტი პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებს მოიცავს, მათ შორის, ადამიანის უფლებების დაცვას, საკანონმდებლო ზედამხედველობის გაძლიერებას, მართლმსაჯულებისა და სასამართლოს სფეროში მიმდინარე რეფორმებსა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს. წლიურ ეროვნულ პროგრამაში ასახულია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და უსაფრთხოების გარემოსთან დაკავშირებული საკითხები, ისევე როგორც ნატოსთან თანამშრომლობის გაძლიერების კონკრეტული შესაძლებლობები.
